მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

Wednesday, December 31, 2014

გილოცავთ ახალ 2015 წელს!!!


Saturday, November 22, 2014

Friday, November 21, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციტივითდა ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თისა და ეისერის მხარდაჭერითმოეწყო, რომლის მიზანია ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება მასწავლებლების, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს. 

კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;
საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.




Saturday, November 15, 2014

ინტელის ტრენინგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის

15 ნოემბწეს იწყება ინტელის ტრენინგ-კურსი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის N177 საჯარო სკოლაში.

Friday, November 14, 2014

ინტელის ტრენინგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის

14 ნოემბწეს იწყება ინტელის ტრენინგ-კურსი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის N10 საჯარო სკოლაში.

Sunday, November 9, 2014

საგნობრივი სტანდარტები


             მასწავლებლის სტანდარტი
მასწავლებლის სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი, ძირითადი ნაწილი საერთოა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის და მოიცავს იმ აუცილებელ პედაგოგიურ უნარსა და ცოდნას, რომელიც მოეთხოვება მასწავლებელს, რათა მან მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება შეძლოს.
სერტიფიცირების დროს პედაგოგიური უნარების ტესტების ნაწილი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად ნაწილს.
მასწავლებლის სტანდარტის მეორე, საგნობრივი ნაწილი მოიცავს იმ საგანსა და საგნობრივ ჯგუფებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო საგნებად არის გათვალისწინებული. ესენია:





http://tpdc.ge/?action=page&p_id=109&lang=geo

Friday, October 31, 2014

ისტ II დონის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის

30 ოქტომბერს დაიწყო ისტ II დონის  (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში) ტრენინგი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის N10 საჯარო სკოლაში.

Saturday, October 11, 2014

ისტ II დონის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის

10 ოქტომბერს დაიწყო ისტ II დონის  (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში) ტრენინგი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის N141 საჯარო სკოლაში.


Saturday, October 4, 2014

ინტელის ტრენინგი მცხეთაში

4 ოქტომბერს დაიწყო ტრენინგი მცხეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში მცხეთის რაიონის პედაგოგთათვის.







Wednesday, October 1, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 21-23 ნოემბერს აწყობს საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას. კონფერენციაზე ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აცნობიერებენ ტექნოლოგიების და ინოვაციების მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებასა და 21 საუკუნის უნარების განვითარებაში, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში.
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების და პროგრამების შესახებ განათლებაში;
ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს მომხსენებლად ან მონაწილედ დარეგისტრირება ან ორგანიზაციებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტექნოლოგიების გამოფენაზე, ვთხოვთ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის საიტზე getc.ge.
მნიშვნელოვანი თარიღები:
მომხსენებლების რეგისტრაცია - 15 ოქტომბრამდე
მონაწილეების რეგისტრაცია - 22 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე
ორგანიზაციების რეგისტრაცია - 1 ნოემბრამდე
დეტალური ინფორმაციისთვის საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის შესახებ, გთხოვთ ეწვიეთ საიტს getc.ge


http://tpdc.ge/?action=anonsebi&lang=geo&npid=29

Sunday, September 14, 2014

Thursday, September 4, 2014

Friday, August 29, 2014

ინტელის ტრენინგი ახმეტის რაიონის პედაგოგთათვის

ახმეტა

2014 წლის 29 აგვისტოს ვიწყებთ ინტელის ტრენინგს ახმეტის რაიონის პედაგოგთათვის ახმეტის N1 საჯარო სკოლაში.




Wednesday, August 20, 2014

4 საუკეთესო საშუალება, რომ ბავშვი კომპიუტერს მოვაცილოთ

4 საუკეთესო საშუალება, რომ ბავშვი კომპიუტერს მოვაცილოთ
კომპიუტერი ყველა ოჯახის განუყოფელ ნაწილად იქცა. იმავდროულად გაიზარდა მშობლების ღელვაც ბავშვების მომავლის გამო, რომლებიც მეტისმეტად დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. მკვეთრად იმატა ფსიქოლოგებთან ვიზიტებმა ბავშვის კომპიუტერული დამოკიდებულების ჩივილებით. ეს დამოკიდებულება, ფსიქოლოგიურის გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს: თვალების სიმშრალეს, ძილის დარღვევას, უმადობას, თავის ტკივილებს, ხერხემლის გამრუდებას. კომპიუტერის სრულად გამორიცხვა ბავშვის ცხოვრებიდან შეუძლებელია და არც არის საჭირო. საჭიროა დოზირება და მისი გონივრული გამოყენება. როგორ უნდა მოვიქცეთ?

1. დააწესეთ შეზღუდვები
სკოლამდელი და უმცროსი ბავშვებისთვის სანამ თამაშებით გატაცება ჩვევად არ ქცეულა, შეზღუდვების შემოღება შეიძლება. ნება დართეთ, დღეში მხოლოდ 30 წუთამდე იჯდეს კომპიუტერთან, 15-15 წუთით. მეტი არც სასურველია და არც საჭირო. ამ დროსაც მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ, რას უყურებს. ჯობს განმავითარებელი, შემეცნებითი თამაშები შესთავაზოთ, რომლებიც მრავლად არის. ასე იმ 30 წუთსაც სასარგებლოდ გატარებულ დროდ გადააქცევთ. 

2. დაეხმარეთ ბავშვს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაში
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად პრობლემებიც რთულდება. ვირტუალური რეალობა მათ ძალიან იზიდავთ, მით უმეტეს, თუ შედარებით ჩაკეტილი ბავშვია, ასევე – ვისაც მშობლის ყურადღება და მასთან კონტაქტი აკლია. როცა მშობელი გამუდმებით დაკავებულია და ბავშვთან ურთიერთობისთვის ვერ იცლის, ან თავად სვამს კომპიუტერთან, რომ ასე `გაართოს და დააწყნაროს~, ან ბავშვი მიდის ამ გადაწყვეტილებამდე და ვირტუალურ სამყაროში დიდი ხნით ინაცვლებს. ხშირად ეს ნამდვილ სენად იქცევა, რადგან მოზარდს რეალური სამყაროსადმი სრულიად უქრება ინტერესი და ნამდვილ ზომბიდ იქცევა. მას აღარც თანატოლები უნდა, აღარც სხვაგვარი თამაშები, არც სწავლა და არც მშობლები. 
მშობლების ამოცანაა, დროულად იმოქმედონ და რეალურად დაეხმარონ. უნდა იპოვოთ დრო ბავშვთან დასალაპარაკებლად, გაიზიაროთ მისი განცდები. მასთან ურთიერთობა ყველაზე მთავარია და ეს უნდა აგრძნობინოთ ყოველთვის. შეუწყვეთ ხელი, რაც შეიძლება მეტად იურთიერთოს თანატოლებთან, ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვა რამეებით გაერთოს, დააკავეთ მისთვის საინტერესო წრეზე, ხელი შეუწყვეთ მისი ნიჭების განვითარებას. ხშირად ასეირნეთ, გაატარეთ მასთან ბევრი დრო, ემეგობრეთ თქვენს შვილს. ხელის ჩაქნევაზე იოლი ხომ არაფერია. უნდა ეცადოთ, ბავშვი არ გახდეს კომპიუტერზე დამოკიდებული. ხოლო თუ ასეთი რამ უკვე მოხდა, ასეთ შემთხვევაშიც ყველა ხერხი უნდა მოსინჯოთ და ებრძოლოთ ამ სენს. 

3. დაკავებულობა
ბავშვს ძალიან ცოტა დრო უნდა რჩებოდეს კომპიუტერული თამაშებისთვის. ამისთვის აუცილებელია, მაქსიმალურად დაკავებული იყოს არა ვირტუალურ, არამედ რეალურ სამყაროში. იგივე სექციები, წრეები, სკოლაში მიცემული დავალებები ამ ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ. თავისუფალ დროს მოაწყვეთ ლაშქრობა, კინოში წაიყვანეთ, თეატრში, გადაატანინეთ ყურადღება რეალურ სამყაროზე. ამით თქვენც დიდ სიამოვნებას მიიღებთ და ისიც.

4. კომპიუტერი აქციეთ განსავითარებელ ინსტრუმენტად
კომპიუტერს თუ სწორად მიუდგებით, ის შემეცნებით ინსტრუმენტად იქცევა და ბავშვის განსავითარებელ საშუალებად. შესთავაზედ კომპიუტერული კურსები – მიხვდებიან, რომ ინტერნეტი არა მხოლოდ თამაშებია, არამედ უდიდესი შესაძლებლობა განსავითარებლად, ახალი ინფორმაციის ასათვისებლად. თუ უნდა იჯდეს მასთან, ეს დრო სასარგებლოდ და განსავითარებლად მაინც გაატაროს. 

რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი რომ კომპიუტერს არ მიეჯაჭვოს, აუცილებელია, ოჯახში ისეთი გარემო იყოს, რომ მან იგრძნოს, ის მეგობრული, მოსიყვარულე ოჯახის წევრია და არა მხოლოდ მშობლებთან ერთად სახლში მცხოვრები ადამიანი.
წყარო

Tuesday, July 29, 2014

სწავლა თამაშით


რომელი თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკის სწავლების დროს

თამაშით შემეცნება ბავშვისთვის ბუნებრივი პროცესია, ამიტომ პედაგოგიკა მუდმივად იყენებს თამაშს როგორც სწავლების მეთოდს. უკანასკნელ ხანს ამ მიმართულებით დიდი გარღვევა მოხდა: ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი - დიდი და მრავალფეროვანი სამყარო. თამაშები, რომლებსაც ინტერნეტში წააწყდებით, ძირითადად ორი ტიპისაა: გასართობი და შემეცნებითი. პირველი ტიპისა პედაგოგების კრიტიკის საგანია, ვინაიდან მათი უმეტესობა შეიცავს აგრესიულ კომპონენტს. მათ ხელმისაწვდომობასა და ფართო გავრცელებას ფსიქოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ. მეორე ტიპის, შემეცნებითი თამაშები კი სწორედ ის რესურსია, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება მივაწოდოთ მოზარდს და ამგვარად ავარიდოთ ფართოდ გავრცელებულ მდარე და სახიფათო პროდუქციას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი თამაშები სასკოლო დისციპლინების მიხედვით. მათი სწორი შერჩევის შემთხვევაში მასწავლებელს ხელთ ექნება სერიოზული დამხმარე რესურსი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, წერილში დაწვრილებით განვიხილავთ ამგვარი რესურსის, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს - სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საბავშვო-საგანმანათლებლო ვებ-გვერდს - http://www.sfskids.org .

საიტს მარტივი სტრუქტურა აქვს და მასზე მოძრაობა ადვილია. მთავარ გვერდზე, სარჩევში, ტრადიციულთან ერთად (საიტის რუკა, ძიება, დახმარება და სხვ.) მოცემულია შემდეგი რუბრიკები:
. საორკესტრო საკრავები;
. მუსიკალური ლაბორატორია;
. რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში;
. რადიო.
თითოეული რუბრიკა დამოუკიდებელია და მასში შემავალი ქვეკომპონენტები თამაშის პრინციპითაა აგებული.
ვებგვერდის გახსნისთანავე საზეიმო განწყობილებას გვიქმნის მუსიკა (ლ. ბეთჰოვენი, V სიმფონია, IV ნაწილის მთავარი თემა), რომლის ფონზეც ჩარჩოში იხსნება თეატრალური ფარდა. ეს ანიმაციური ხერხი საორკესტრო საკრავების გაცნობის დროსაც არის გამოყენებული. ბმულ საორკესტრო საკრავების არჩევისას იხსნება ორკესტრის განლაგების სქემა. ამ სქემაზე ინსტრუმენტთა რომელიმე ჯგუფზე დაწკაპუნებით სცენაზე მისი განლაგების სივრცე მოინიშნება, რითაც ბავშვის მეხსიერებაში აღიბეჭდება სცენაზე ამ ჯგუფის განლაგება. თითოეული ჯგუფი - სიმებიანი, ხის ჩასაბერი, ლითონის ჩასაბერი, დასარტყამი, - თავის მხრივ, წარმოადგენს ცალკე ბმულს, რომელშიც გრაფიკული და ტექსტური ბმულების მეშვეობით მთელი ჯგუფია წარმოდგენილი. აქედან შესაძლებელია საკუთრივ საკრავებზე გასვლა, სადაც ნათლად და ლაკონურადაა აღწერილი თითოული მათგანი, მოცემულია მათი სოლო და ორკესტრში ჟღერადობის მაგალითები, ასევე - საკრავის გამოსახულება სხვადასხვა რაკურსით, დეტალების გამოყოფის შესაძლებლობით.



რუბრიკით მუსიკალური ლაბორატორია ბავშვებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის თამაშობაში ჩართვას, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს შორის არჩევანის გაკეთებას, რითაც სახალისო ფორმით, ძალდაუტანებლად, მარტივად აცნობენ მუსიკის თეორიის ძირეულ ცნებებს. თითოეულ ცნებას მოსწავლეები ჟღერადობით, გრაფიკულად, ანიმაციით ეცნობიან. მათ თან ახლავს ბავშვისთვის ადაპტირებული ტექსტიც.
მუსიკალურ ლაბორატორიაში მოცემული ბმულებია:



* მუსიკის თეორიის საფუძვლები, სადაც საინტერესო, სახალისო ფორმით გვაცნობენ მუსიკალური დამწერლობის საფუძვლებს - ხუთხაზიან სანოტო სისტემას, გასაღებებს, ზომას და ა. შ;
* ტემპი. აქ შეიძლება მოვისმინოთ მელოდია ძალიან ნელ, ნელ, საშუალო, ჩქარ, ძალიან ჩქარ ტემპში, რაც ანიმაციურადაც - მეტრონომის მოძრაობით და დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებლის აჩქარება-შენელებით - არის ილუსტრირებული.
* რიტმი. ამ ბმულის თანმხლებ ანიმაციაზე ტაქტი სახლია, ხოლო თითოეული თვლა - ოთახი. ბავშვი უსმენს "ოთახებში" განლაგებულ სხვადასხვა რიტმულ ნახაზს.
* ბგერის სიმაღლე. ხუთხაზიან სისტემაზე განლაგებული რვა ბგერის განსხვავებულ ჟღერადობას შესაბამისი ოქტავის ფარგლებში კლავიშებზე დაჭერით ვეცნობით. ავტორები თავს არიდებენ ინფორმაციით ბავშვის გადატვირთვას და ნიმუშად აძლევენ ფა ბგერათრიგს (და არა ფა-მაჟორს, რაც ალტერაციის ნიშნის გაჩენას გამოიწვევდა), რომელიც სანოტო სისტემაზე ჩაწერისას არ მოითხოვს დამატებით ხაზებს.



* ჰარმონია, სადაც მომხმარებელს ეძლევა მოკლე მელოდია და მისი ჰარმონიზაციის სამი ვარიანტი - ბედნიერი, სევდიანი, შიშისმომგვრელი. მასალა ისეა მიწოდებული, რომ მოსმენისას ბავშვი უნდა მიხვდეს - ერთი და იმავე მელოდიის ბედნიერი, სევდიანი და შიშისმომგვრელი ჟღერადობა ჰარმონიის ცვლილებით იქმნება. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად განწყობილების ცვლა ანიმაციურადაც გამოისახება. მაგალითად, შიშის განწყობილებას ამძაფრებს ღამე, ჭოტი და სიბნელეში მფრინავი ღამურები.
* სიმბოლოები, სადაც სანოტო ჩანაწერში ამა თუ იმ სიმბოლოს შეტანა მუსიკალური ფრაზის სხვადასხვაგვარად აჟღერებას იწვევს.




* ორკესტრობა, სადაც სამხმიანი მელოდიის თითოეული ხმა სხვადასხვა ტემბრით: I - ფლეიტა, II - ვიოლინო, III - ტუბა, - სრულდება. მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რომელ ხმას ან ხმათა რომელ კომბინაციას მოუსმინოს.
* მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, სადაც ვირტუალურ კლავიატურაზე დანომრილი და სხვადასხვაგვარად შეფერადებულია 10 ბგერა. რამდენიმე ცნობილი მელოდიის სანოტო ჩანაწერიც ამავე პრინციპითაა დანომრილი და გაფერადებული. მომხმარებელ-ბავშვს ამგვარი ჩანაწერი დაკვრაში დაეხმარება. იქვე ამ მელოდიასაც მოვისმენთ.
* მუსიკალური კომპოზიციის შექმნა, სადაც მომხმარებელმა რვა დამოუკიდებლად მოცემული ტაქტი სურვილისამებრ უნდა დაალაგოს, მოისმინოს და მათ შორის საუკეთესო აარჩიოს (ცხადია, ეს მელოდია იმგვარადაა შექმნილი, რომ ყველა თანამიმდევრობა მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს).
რუბრიკით რადიო ბავშვები გაეცნობიან პროფესიული მუსიკის მაღალმხატვრულ ნიმუშებს. რადიოს გამოსახულებას 6 ღილაკი - "ტალღა" - აქვს და თითოეულ მათგანზე 7 მუსიკალური ფრაგმენტია მოცემული. რეპერტუარი ფართოა: ი. ს. ბახის, ჯ. როსინის, ი. სტრავინსკის, ვ. ა. მოცარტის, ე. ელგარის, ა. კოპლენდის, პ. ჩაიკოვსკის, რ. შტრაუსის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან. თითოეული ფრაგმენტი 2-3 წუთის განმავლობაში ჟღერს.
რუბრიკა რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო აფიშას წარმოადგენს, სადაც მსმენელს სთავაზობენ:
* საოჯახო კონცერტების სერიას;
* საბავშვო კონცერტებს - პროგრამის, აუდიტორიის სავარაუდო ასაკის (საბავშვო ბაღის საფეხურების ჩათვლით) და კონცერტის ხანგრძლივობის მითითებით;
* ჩინურ ახალ წელს;
* მუდმივმოქმედ საკონცერტო პროგრამას - ს. პროკოფიევის "პეტია და მგელს", რომელიც საორკესტრო საკრავთა გაცნობის ქრესტომათიულ ნიმუშად ითვლება.
ვებგვერდი იძლევა მუსიკასთან დაკავშირებული თემატიკის ღია ბარათის გაგზავნის საშუალებასაც.
იქნებ ვინმეს ეხამუშოს საიტის მხატვრული გაფორმება, მაგრამ, ვფიქრობთ, მასაც ახალგაზრდობის მიზიდვის ფუნქცია აკისრია და წარმატებითაც ართმევს თავს პოპულარული საბავშვო სატელევიზიო არხის – JETIX-ის (jetixtv.com) სტილის განმეორებით.

მასწავლებელებს შეიძლება მივაწოდოთ სხვა სასარგებლო ბმულებიც:



ასეთი ვებრესურსი მრავლადაა სხვა სასკოლო, როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო დისციპლინებისთვისაც. მიგვაჩნია, რომ ეს სფერო, მიუხედავად იმისა, რომ ახალია, სერიოზულ ინსტრუმენტს წარმოადგენს სკოლის მასწავლებლების დასახმარებლად.


ავტორი: რუსუდან თაყაიშვილი
წყარო

ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში


განათლება, ინტერვიუ,

თეორიული ცოდნის გარდა ამიერიდან მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა, როგორ უნდა ჩაერთონ მასწავლებლები ამ სქემაში და რა ბედი ელით იმ მასწავლებლებს, ვინც უკვე გაიარა სერტიფიცირება. „ბათუმელები“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის“ კოორდინატორს კახა ჟღენტს ესაუბრა:
კახა ჟღენტი
კახა ჟღენტი

რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა?

ქვეყანაში დამკვიდრებული იყო მასწავლებლის თეორიული ცოდნის შეფასების ერთადერთი მოდელი - მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა ამგვარი შეფასების სისტემა არასრულყოფილი და ცალმხრივია. მასწავლებლის საქმიანობის თითქმის 80% პრაქტიკაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, აუცილებელია მასწავლებლის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული საქმიანობის შეფასება. შესაბამისად, ახალი სისტემის მიზანია შემოიტანოს სკოლებში მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.

როგორ ჩაერთვებიან ახალ სქემაში ის მასწავლებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს სერტიფიცირება?

ყველა მოქმედი მასწავლებელი ავტომატურად გახდება ახალი სასწავლო წლიდან ამ სისტემის ნაწილი. ეს აღარ იქნება „სქემა“, ანუ პროგრამა, რომელშიც სურვილის მიხედვით ერთვები. ეს იქნება სისტემის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, ახალი სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ამ კატეგორიების სახელები ჯერ განხილვის პროცესშია, ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია: მენტორი მასწავლებელი - უმაღლესი კატეგორია, მკვლევარი მასწავლებელი - პირველი კატეგორია, წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია, პრაქტიკოსი მასწავლებელი - მე-3 კატეგორია. ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიენიჭება „წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია“.

რას ნიშნავს ოთხსაფეხურიანი პროფესიული სტანდარტი?

პროფესიული სტანდარტი ვრცელდება ყველა მასწავლებელზე, სწორედ სტანდარტს დაეყრდნობა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სისტემა. მისი გამოყენებით შეფასდება მასწავლებლობის კომპეტენციები. მასზე დაყრდნობით შეიქმნება, „მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების გზამკვლევი“.

სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საფუძველი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ის გვაძლევს კრიტერიუმებს და აღწერს, როგორი გზით მიდის მასწავლებელი პროფესიული განვითარების პროცესში.

რა პრინციპით მოხვდებიან მასწავლებლები ამა თუ იმ კატეგორიაში?

უნდა განვასხვაოთ ორი პროცესი - პირველი დაიწყება 2014 წლის სექტემბერში: დიპლომის ხარისხის და სერტიფიცირების გათვალისწინებით მოქმედი მასწავლებლები გადანაწილდებიან სამ კატეგორიაში.

1. ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა პრაქტიკოსი მასწავლებლის კატეგორიაში;

2. ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა წარჩინებული მასწავლებლის კატეგორიაში;

3. საგნის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც არის მოქმედი მასწავლებელი - გახდება მკვლევარი მასწავლებელი.

ამ ეტაპზე მენტორი მასწავლებელი არ გვეყოლება. 2014 წლის სექტემბრიდან მასწავლებელი კატეგორიაში მოხვდება მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების, კვალიფიკაციის და სწავლების შედეგების მიხედვით.

კლასიფიკაცია თუ აისახება ხელფასზე. რამდენპროცენტიანი სხვაობა იქნება, მაგალითად, მე-2 და მე-3 კატეგორიის მასწავლებელს შორის?

რა თქმა უნდა, აისახება. განათლების სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები, რადგან მათი ჩატარების შემდეგ, ახალი სისტემის ამუავების წინ, სამინისტროს ეცოდენიბა სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული მასწავლებლების საბოლოო რაოდენობა. ამ მონაცემების გარეშე, ვფიქრობ, ძნელია საბოლოო სახელფასო ციფრების გაცხადება.

როგორია პროცედურა ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასასვლელად და რა დრო დასჭირდება ამისთვის პედაგოგს?

საფეხურის შესაბამისი კრედიტების დასაგროვებლად მასწავლებელს ეძლევა სხვადასხვა ვადა. მაგალითად, წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად - 2-3 წელი; მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად - 2-დან 4 წელი და მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად- 2-დან 5 წელი.

პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის შესანარჩუნებლად საჭიროა 14 კრედიტი; წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 24 კრედიტი; მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 32 კრედიტი; მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 40 კრედიტი.

მასწავლებელი, რომელიც ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდება, დარჩება თუ არა სკოლაში?

შეუძლებელია მოქმედი მასწავლებელი „ვერ მოხვდეს“ სადმე. ყველა მოქმედი მასწავლებელი ისევ რჩება მასწავლებლად, უბრალოდ, ისინი ძირითადად, ორ კატეგორიაში გადანაწილდებიან. მკვლევარი ძალზე ცოტა იქნება.

მასწავლებლებს წინ ელით სულ ცოტა კიდევ სამი წელი პრაქტიკული საქმიანობის შესამოწმებლად, რომელშიც საკვანძო როლი სკოლას ენიჭება. ასე რომ მხოლოდ კომპლექსური შეფასების შედეგად, სამი წლის თავზე დადგება საკითხი - რა კვალიფიკაციას აჩვენებს კლასში, მაგალითად, პრაქტიკოსი მასწავლებელი. შეფასების საფუძველზე, რომელშიც ჩართულია სკოლაც და გარე შემფასებლებიც, გადაწყდება, თუ შემდგომში რომელ კატეგორიაში აღმოჩნდება მასწავლებელი.

2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი ყველასათვის სავალდებულო უნდა გამხდარიყო. ამ ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ გაგრძელდება თუ არა სერტიფიცირების პროცესი?

2014 წლიდან გამოცდა აღარ იქნება სერტიფიკატის ანუ მასწავლებლის უფლების მოპოვების ერთადერთი საშუალება, როგორც ეს იყო ადრე. მასწავლებლის შეფასება გახდება მრავალფეროვანი, მასში მრავალი მონაწილე ჩაერთვება, ის იქნება უფრო ობიექტური და გამჭვირვალე. ასევე მასწავლებელი თავად იქნება ამ პროცესების თანამონაწილე. საგნობრივი გამოცდა გადაიქცევა კრედიტების დაგროვების საშუალებად პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის.

Friday, July 4, 2014

II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიებიში


 IV ჯგუფი






23 ივნისს დაიწყო პედაგოგთა II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიებიშიგლდანი-ნაძალადევის რაიონის  №79  საჯარო სკოლაში.


Wednesday, June 18, 2014

II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიებიში


 III ჯგუფი






3 ივნისს დაიწყო პედაგოგთა II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიებიშიგლდანი-ნაძალადევის რაიონის  №173  საჯარო სკოლაში.



ინტელის ტრენინგი ახმეტაში

ინტელის კურსი

9 მაისს დაიწყო ინტელის ტრენინგი ახმეტის  რაიონის პედაგოგთათვის ახმეტის  №1  საჯარო სკოლაში.

დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია