Friday, November 21, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციტივითდა ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თისა და ეისერის მხარდაჭერითმოეწყო, რომლის მიზანია ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება მასწავლებლების, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს. 

კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;
საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.




0 comments:

Post a Comment

დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია