მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

Friday, December 30, 2016

გილოცავთ ახალ 2017 წელს!


Friday, December 16, 2016

გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!


გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!გფარავდეთ მუდამ მისი კალთა!



წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
ხსენება 4(17) დეკემბერი






Wednesday, November 9, 2016

კონკურსი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის


კონკურსი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის
09 ნოემბერი , 2016


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ცენტრმა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში შეიმუშვა ქვეპროგრამა „ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლა“, რომლის ფარგლებშიც კონკურსით შერჩეული მასწავლებლები საპილოტე გაკვეთილებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად მიჩნია საფუძველი ჩაუყაროს დისტანციური წავლების პროგრამას. პროგრამა უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგების მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
  • ქართულის, როგორც მეორე ენის, ან ქართულის, როგორც მშობლიური ენის მოქმედი მასწავლებელი (უპირატესობა მიენიჭებათ საჯარო სკოლის პედაგოგებს).
  • მასწავლებელი უნდა ფლობდეს თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (უპირატესობა მიენიჭებათ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის ისტ-ტრენინგების პროგრამის სერტიფიკატების მფლობელებს).
  • მასწავლებელი უნდა ფლობდეს საპილოტე ჯგუფის მოსწავლეების ენას (ინგლისური) სასაუბრო დონეზე.


წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=651

Wednesday, April 6, 2016

გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!


მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.

Monday, March 7, 2016

8 მარტს გილოცავთ!

ყველა ქალბატონს გილოცავთ 8 მარტს!


Thursday, January 28, 2016

რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება


მცხეთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის:
შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება
ტრენინგის გავლის აუცილებელი პირობაა:
  1. პედაგოგს გავლილი უნდა ჰქონდეს ისტ II დონის ტრენინგი (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში);
  2. არ უნდა ასწავლიდეს დაწყებით კლასებში (არ უნდა ჰქონდეს გავლილი "ბუკის" ტრენინგები). დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის ცალკე ტარდება ანალოგიური ტრენინგები.
რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია

Wednesday, January 6, 2016

გილოცავთ შობას!

დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია