Saturday, November 22, 2014
Friday, November 21, 2014
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია
11/21/2014 09:42:00 PM
No comments
განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს.
კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
• საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;
• საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;
• საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.Saturday, November 15, 2014
ინტელის ტრენინგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის
11/15/2014 08:05:00 PM
No comments
15 ნოემბწეს იწყება ინტელის ტრენინგ-კურსი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის N177 საჯარო სკოლაში.
Friday, November 14, 2014
ინტელის ტრენინგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის
11/14/2014 08:01:00 PM
No comments
14 ნოემბწეს იწყება ინტელის ტრენინგ-კურსი გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის N10 საჯარო სკოლაში.
Sunday, November 9, 2014
საგნობრივი სტანდარტები
11/09/2014 11:08:00 AM
No comments
Friday, October 31, 2014
Saturday, October 11, 2014
ისტ II დონის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის
10/11/2014 08:21:00 PM
No comments
10 ოქტომბერს დაიწყო ისტ II დონის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში) ტრენინგი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგთათვის N141 საჯარო სკოლაში.
Saturday, October 4, 2014
Wednesday, October 1, 2014
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია
10/01/2014 08:05:00 AM
No comments
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 21-23 ნოემბერს აწყობს საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას. კონფერენციაზე ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აცნობიერებენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებასა და 21 საუკუნის უნარების განვითარებაში, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში.
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
- პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
- საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
- პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
- ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების და პროგრამების შესახებ განათლებაში;
- ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
- ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
- პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
- სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს მომხსენებლად ან მონაწილედ დარეგისტრირება ან ორგანიზაციებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტექნოლოგიების გამოფენაზე, ვთხოვთ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის საიტზე getc.ge.
მნიშვნელოვანი თარიღები:
მომხსენებლების რეგისტრაცია - 15 ოქტომბრამდე
მონაწილეების რეგისტრაცია - 22 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე
ორგანიზაციების რეგისტრაცია - 1 ნოემბრამდე
დეტალური ინფორმაციისთვის საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის შესახებ, გთხოვთ ეწვიეთ საიტს getc.ge
http://tpdc.ge/?action=anonsebi&lang=geo&npid=29
Sunday, September 14, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)



















Time in Tbilisi