Saturday, April 15, 2017
Friday, April 14, 2017
სარეგისტრაციო ფორმა
4/14/2017 09:35:00 PM
No comments
გამოცხადდა რეგისტრირაცია 2017 წლის ისტ გამოცდის ტრენინგზე. ტრენინგის ბენეფიციციარები არიან გამოცდაზე დარეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არიან ჩართული. ტრენინგები 5 დღიანია, თითო ტრენინგდღის ხანგრძლივობაა 4 საათი. ტრენინგი ტარდება საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში.
სარეგისტრაციო ფორმა შეავსეთ მხოლოდ თბილისის (გლდანი-ნაძალადევის რაიონის), მცხეთის, დუშეთის, თიანეთის პედაგოგებმა.
ტრენინგები დაიწყება მაისიდან. ტრენინგები უფასოა და ატარებს მასწავლებელთა სახლი.
ტრენერი: მაია ჯოხაძე
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავსირდით ელ ფოსტაზე mjokhadze978@gmail.com.
Saturday, March 25, 2017
Wednesday, March 8, 2017
Thursday, March 2, 2017
Wednesday, January 18, 2017
Friday, December 30, 2016
Friday, December 16, 2016
Wednesday, November 9, 2016
კონკურსი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის
11/09/2016 03:53:00 AM
No comments
წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=651
Wednesday, April 6, 2016
გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!
4/06/2016 08:28:00 PM
No comments
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.
Subscribe to:
Posts (Atom)



















Time in Tbilisi