კონკურსი
ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის
|
|
|
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის
მასწავლებლებისათვის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ცენტრმა
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის
ფარგლებში შეიმუშვა ქვეპროგრამა „ქართული ენის დისტანციური საპილოტე
სკოლა“, რომლის ფარგლებშიც კონკურსით შერჩეული მასწავლებლები საპილოტე
გაკვეთილებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრომ, დიასპორების საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად მიიჩნია
საფუძველი ჩაუყაროს დისტანციური სწავლების პროგრამას. პროგრამა უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს და
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული
იდენტობის შენარჩუნებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
- ქართულის, როგორც
მეორე ენის, ან ქართულის, როგორც მშობლიური ენის მოქმედი
მასწავლებელი (უპირატესობა მიენიჭებათ საჯარო სკოლის პედაგოგებს).
- მასწავლებელი
უნდა ფლობდეს თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
(უპირატესობა მიენიჭებათ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის
ისტ-ტრენინგების პროგრამის სერტიფიკატების მფლობელებს).
- მასწავლებელი
უნდა ფლობდეს საპილოტე ჯგუფის მოსწავლეების ენას (ინგლისური)
სასაუბრო დონეზე.
|
|
|
|
|
წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=651
0 comments:
Post a Comment