Friday, December 30, 2016
Friday, December 16, 2016
Wednesday, November 9, 2016
კონკურსი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის
11/09/2016 03:53:00 AM
No comments
წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=651
Wednesday, April 6, 2016
გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!
4/06/2016 08:28:00 PM
No comments
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.
Monday, March 7, 2016
Thursday, January 28, 2016
რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება
1/28/2016 06:55:00 PM
No comments
შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება.
ტრენინგის გავლის აუცილებელი პირობაა:
- პედაგოგს გავლილი უნდა ჰქონდეს ისტ II დონის ტრენინგი (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში);
- არ უნდა ასწავლიდეს დაწყებით კლასებში (არ უნდა ჰქონდეს გავლილი "ბუკის" ტრენინგები). დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის ცალკე ტარდება ანალოგიური ტრენინგები.
რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია
Wednesday, January 6, 2016
Wednesday, December 30, 2015
Wednesday, November 25, 2015
ისტ-ის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ტრენინგები
11/25/2015 06:51:00 PM
No comments
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ისტ-ის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დიწყო ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა ტრენინგი “ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“.
პირველ ეტაპზე ტრენინგს გაივლიან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ის პრაქტიკოსი
მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ემზადებიან
2016 წლის იანვარში დაგეგმილი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად.
სატრენინგო პროგრამა ხელს უწყობს
პრაქტიკოსი პედაგოგებისსაგნობრივი ცოდნის გაღრმავებას. ასევე ითვალისწინებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემით გათვალისწინებული საგნის გამოცდისთვის მომზადებაში ხელშეწყობას.
ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ
გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ
ტესტის შევსების ტექნიკა.
ტრენინგები საქართველოს 8 ქალაქში - თბილისში, გორში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და აბაშაში
ჩატარდება.
სრული ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 2 200 220 (49-58)
წყარო: http://tpdc.ge/?action=news&lang=geo&npid=494
Wednesday, November 18, 2015
ყურადღება! კონკურსი!!!
11/18/2015 07:52:00 PM
No comments
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებმაც 2014-2015 წლებში გაიარეს ინტელის ძირითადი ტრენინგკურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებელმა უნდა შეავსოს „სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიოს 2015“-ის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციისას მონაწილემ უნდა მიუთითოს Google Drive-ზე ატვირთული სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ბმული. ასევე, ბლოგის URL მისამართი, რომელზეც Google Drive-ზე ატვირთული განხორციელებული სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ბმულთან ერთად განათავსებს ამავე პროექტის რესურსებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით. ნამუშევრების შეფასებისას გამოყენებულ იქნება სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები. ასევე, გათვალისწინებული იქნება წარმოდგენილი პორტფოლიოების სისრულე და პროექტის განხორციელების ამსახველი მასალები. გამარჯვებული მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებს ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების შემაჯამებელ წლიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 16 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
კონკურსის გამარჯვებული მასწავლებელი სხვა პრიზებთან ერთად მიიღებს პროფესიული განვითარების 1 კრედიტს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 დეკემბერი.
https://docs.google.com/forms/d/1py2hYuoqqiufm6WyVby2DqtNZQSSwHUuZ0Pql4HGwec/viewform
Subscribe to:
Posts (Atom)





















Time in Tbilisi