მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

Monday, March 8, 2021

8 მარტს გილოცათ


Monday, January 6, 2020

გილოცავთ შობას!


Saturday, October 13, 2018

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!




არა მყოლია მეციხოვნენი,
არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი,
მე შევქმენ მხოლოდ სვეტიცხოველი!
მარადისობას შეჭიდებული
არვის ვეგონო ძე დიდებულის,
გვარიც არ მქონდა ძველი, ქებული.
მე თვით უარვყავ ცხოვრება მშვიდიი
და მყუდროების სავანე ფლიდი,
ვიდექ: ვძერწავდი, ვჭრიდი და... ვშლიდი.
სიტკბოებისთვის კარი დავხურე,
ხან ვიშიმშილე, ხან ვიმარხულე
და ღვთის სახელით ხალხს ვემსახურე.
ქმნა კეთილისა ყოფილა ჯვარცმა...
რამდენი ლოდი დავლეწე კაცმა!
რამდენჯერ ვიგრძენ მიმწუხრის განცდა!
ქვაში ავანთე ფერი ყოველი.
მე დაგიტოვეთ სვეტიცხოველი.



Thursday, April 19, 2018

დაიწყო ტრენინგებზე რეგისტრაცია

დაიწყო ტრენინგებზე რეგისტრაცია:
დარეგისტრირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე:



1. ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება
2. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში




Saturday, March 31, 2018

Saturday, January 6, 2018

გილოცავთ შობას!


Sunday, December 31, 2017

გილოცავთ ახალ 2018 წელს!



Sunday, August 27, 2017

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!



გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მუდამ გფარავდეთ მისი კალთა!



Friday, May 5, 2017

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!



ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ყოველივე კარგს, სიხარულსა და ქვეყნის გამთლიანებას. წმ. გიორგის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს... ამინ!

Saturday, April 15, 2017

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!







Friday, April 14, 2017

სარეგისტრაციო ფორმა



გამოცხადდა რეგისტრირაცია 2017 წლის ისტ გამოცდის ტრენინგზე. ტრენინგის ბენეფიციციარები არიან გამოცდაზე დარეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არიან ჩართული. ტრენინგები 5 დღიანია, თითო ტრენინგდღის ხანგრძლივობაა 4 საათი. ტრენინგი ტარდება საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში.

სარეგისტრაციო ფორმა შეავსეთ მხოლოდ თბილისის (გლდანი-ნაძალადევის რაიონის), მცხეთისდუშეთისთიანეთის პედაგოგებმა.

ტრენინგები დაიწყება მაისიდან. ტრენინგები უფასოა და ატარებს მასწავლებელთა სახლი.


ტრენერი: მაია ჯოხაძე
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავსირდით ელ ფოსტაზე mjokhadze978@gmail.com.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძეგვში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძეგვშიმიმდინარე ინტელის ტრენინგის კალენდარი:

I ჯგუფი




II ჯგუფი



Wednesday, March 8, 2017

ყველა ქალბატონს გილოცავთ 8 მარტს!


Thursday, March 2, 2017

დედის დღეს გილოცავთ!


Wednesday, January 18, 2017

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს!

Friday, December 30, 2016

გილოცავთ ახალ 2017 წელს!


Friday, December 16, 2016

გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!


გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!გფარავდეთ მუდამ მისი კალთა!



წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
ხსენება 4(17) დეკემბერი






Wednesday, November 9, 2016

კონკურსი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის


კონკურსი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის
09 ნოემბერი , 2016


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ცენტრმა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში შეიმუშვა ქვეპროგრამა „ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლა“, რომლის ფარგლებშიც კონკურსით შერჩეული მასწავლებლები საპილოტე გაკვეთილებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად მიჩნია საფუძველი ჩაუყაროს დისტანციური წავლების პროგრამას. პროგრამა უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგების მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
  • ქართულის, როგორც მეორე ენის, ან ქართულის, როგორც მშობლიური ენის მოქმედი მასწავლებელი (უპირატესობა მიენიჭებათ საჯარო სკოლის პედაგოგებს).
  • მასწავლებელი უნდა ფლობდეს თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (უპირატესობა მიენიჭებათ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის ისტ-ტრენინგების პროგრამის სერტიფიკატების მფლობელებს).
  • მასწავლებელი უნდა ფლობდეს საპილოტე ჯგუფის მოსწავლეების ენას (ინგლისური) სასაუბრო დონეზე.


წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=651

Wednesday, April 6, 2016

გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!


მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.

Monday, March 7, 2016

8 მარტს გილოცავთ!

ყველა ქალბატონს გილოცავთ 8 მარტს!


დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია