Friday, September 25, 2015

კონკურსი ლეონარდო დავინჩი


შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2015 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესისგაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეს.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                  
  • 15/10/2015 16:00 სთ - ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 16/10/2015,16:00 სთ - კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული 
საგანაცხადო  ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
  • 23/10/2015 - პირველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
  • 30/11/2015,17:00 სთ - მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადის  ელექტრონულ 
ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 01/12/2015,18:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურსცენტრში, ან ფონდის 
კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 10.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
  • 18.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე - http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1782

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს სკოლაში, რათა სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებმა შეძლონ მონაწილეობის მიღება.

0 comments:

Post a Comment

დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია