მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

მაია ჯოხაძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; ევროპული სკოლა

Wednesday, August 26, 2015

ეროვნული სასწავლო გეგმები 2016-2021 ისტ

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ 2016-21 წლების ისტ ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვა. ჯერჯერობით ის პროეტის სახითაა წარმოდგენილი და გარკვეულწილად გაშალაშინებას მოითხოვს.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა და კონტრიბუცია.

მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან ცვლილებებს: პირველ კლასში ამოღებულია ისტ სწავლება როგორც ცალკე საგანი

ისტ ცალკე საგნად დამატებულია 2 კლასში -- მე-7 და მე-8ში. მაგრამ ოთხივე კლასში ერთად საათების რაოდენობა იგივე რაც ადრე იყო. ანუ მომავალი სასწავლო წლიდან იქნება თითო საათი მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში. მომავალის წლის მე-6 კლასი გააგრძელებს ძველი პროგრამით კვირაში 2 საათი.

სხვა მხრივ ზოგადი უნარების და საგნის  სტანდარტში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეტანილი არ არის.

პროექტის მიხედვით ცვლილებები აისახება გამჭოლ კომეტენციებში და იქ ისტ-ის როლი მეტად გაძლიერდება. (მე ეჭვები მღღრნის მაგრამ ამაზე მოგვიანებით ცოტა ქვემოთ)


ახლა კი გთხოვთ ყურადRებით გაეცნოთ სტანდარტის პროექტს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ეჭვი, კრიტიკა, ქება, კომპლიმენტი, ლანძღვა (ზომიერების ფარგლებში) და კომენტარები წერილობით, ფოსტით ნებისმიერი, თქვენთვის ხელსაყრელი ფორმით...

ნახეთ ბმულები  (შესაძლოა ბმულებმა არ იმუშაოს, რადგანაც პირდაპირი ბმულებია და ჩემდა დაუკითხავად ცვლიან)თუ ბმული არ იმუშავებს, მომწერეთ კომენტარებში და გავასწორებ..

ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
  
ისტ-ის ზოგადი უნარების სტანდარტი (08.07.2015) 


 ისტ-ის საგნობრივი სტანდარტი (30.07.2015)

მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ ცალკე ციფრული წიგნიერების სტანდარტი (ეს არის ის რაც კონკრეტულად ისტ-ს ეხება გამჭოლი კომპეტენციებიდან)



______________________________________________________

ამ აბზაციდან კი ამ ტემასთან დაკავშირებით ჩემს აზრს გამოვთქვამ



აქ მხოლოდ პირველ კლასში ისტ-ის სწავლება/ არ სწავლებაზე მექნება საუბარი

აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ის უნარები, რაც სჭირდება მოსწავლეს 1-4 კლასში, 
ისტი-მნიშვნელობის ასამაღლებლად გამჭოლ კომპეტენციებში მეტი დოზით უნდა ჩაიდოს ციფრული წიგნიერების ელემენტები, მაგრამ ძალიან ხშირად ჭირს ძირითადი სტანდარტების მიღწევა და ამ პირობებში ამ საგნის მხოლოდ გამჭოლ კომპეტენციაში გადატანა ამ საგნის მნიშვნელობას და როლსშეამცირებს.

პედაგოგს ხ ასოს შესასწავლად შეუძლია უამრავი რესურსის გამოყენება:
დაფაზე დაწერა, სახელმძღვანელოს 25-ე გვერდზე ანახა, სურატი უჩვენა, უმღერა, უცეკვა, კომპიუტერში უჩვენა და აქ სტოოოოპ. როგორც კი კომპიუტერზე ჩვენება გადაწყვიტა აღმოჩნდა რომ 
ერთ მოსწავლეს კომპიუტერი არ აქვს
მეორეს დატენილი არ აქვს,
მეოთხემ ჩართვა არ იცის
მეხუთეს გაეჭედა
იქ ქსელი არ არის
ამდენი მასწმაც არ იცის  და გადავიდა გეგმა ბეზე- დაფაზე დაწერა, , სახელმძღვანელოს 25-ე გვერდზე ანახა, სურატი უჩვენა, უმღერა, უცეკვა....

აბა რატომ აიტკივოს აუტკივარი თავი და ბავშვებიც რატომ აწვალოს?
მერე რა რომ რაღაც გამჭოლ კომპეტენციებს ვერ მიაღწია? მერე რა რომ ციფრული უნარჩვევევბის განვითარება ვერ შეძლო (არც ისეა საქმე, ზოგთან შეძლო, 20-25%თან)

 რამდენადაც პირველივე სემესტრიდან სჭირდებათ ბუკები, პირველივე სემესტრში უნდა ისწავლებოდეს ყველა ის უნარი, რაც დასჭირდება მოსწავლეს 1-4კლასში, თუ ეს ნახევარი სემესტრი საკმარისი არ არის, ანუ ვთქვათ მესამე კლასში ვებ გვერდზე შესვლა სჭირდებათ და პირველ კლასში არ უსწავლიათ, მაშინ მსგავსი რაღაცები კიდევ რომელიმე კლასში უნდა დაემატოს 

პირველ კლასში თუ მენეჯმენტის (კლასი მართვის) პრობლემაა, მაშინ  ის ასოების სწავლაც ამოვიღოთ?

ახლა პრობლემა, ვინ ასწავლოს.
აუცილებლად დაწყებითის პედაგოგმა. აუცილებლად. (იგივე პრობლემა შეექმნა უცხო ენის სწავლებასაც) და მაშინ არ იქნება დაჯექი, ნუ ხმაურობ, ვაი რა ვქნა პრობლემები. ისტის პედაგოგისთვის მენეჯმენტი ყოველთვის გადაუჭრელი პრობლემა იქნება, ისტის პედაგოგები ყოველთვის არგუმეტად მოიტანენ რომ ეს ბავშვები ადგილზე ვერ ისვენებენ, მაგრამ დაწყებითის პედაგოგმა იცის მათი ყურადღების კონცენტრირების წამლები....  და ვიანიდან მათ გავლილი აქვთ ისტ ტრენინგები, ადვილად გაართმევენ თავს პრობლემას -- ბავშვებს ელემენტარული ოპერაციები ასწავლონ.

რაც შეეხება ელემენტარულ ოპერაციებს, ნუ გამოვალთ იმ მითიდან, რომ ესენი ბავშვებმა ისედაც იციან, და ბავშვებმა მასწებზე უკეთ იციან. მათ არ იციან ელემენტარული საქაღალდის შექმნა, ან კომპიუტერი როგორ უნდა გამოირთოს. მართალია, რომ ისინი ძალიან სწრაფად ითვისებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ ეს იციან. მაღალ კლასებშიც კი მოსწავლეთა ალბათ 90% თავისუფლად შედიან ფეისბუკზე, მაგრამ იგივე 90% მეხუთეკლასელი სიტყვას ვერ გაამუქებს.....  

ამასგარდა  თბილისიგან აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციააა რეგიონებში. ჩემი მოკრძალებული გამოკითხვით, (ახლობელ პედაგოგებში გაკითხვით) უკეთეს სიტუაციაში მხოლოდ მოსწავლეთა 30% აქვს ბუკამდე კომპიუტერთან შეხება. შესამისად როგორ ფიქრობთ, ქართულის მასწავლებელი, რომლემაც დღეს ასო ხ უნდა ასწავლოს და რომლის მოსწავლეთა გინდა 50%-მა კომპიუტერის ჩართვა არ იცის, რატომ მიიღებს გადაწყვეტილებას, მოდით ბავშვებო კომპიუტერზე ვნახოთ.... თუნდაც 4 მოსწავლე ყავდეს კლასში, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ჩართავს და ვერ მიყვება ინსტრუქციას, მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ასო ხ-ს შესწავლას, სანამ ამათ კომპს გაუმართავს, მანამდე სხვები თამაშებს ჩართავენ და ა.შ.......

(ამწუთას მომწერეს 1-1 სკოლაში წლევანდელ (2015) 16 პირველკლასელიდან მხოლოდ 2 ჰქონდა კომპი სკოლამდე. ვინც წელს მოვა 18 დან 4 აქვს)
მოკლედ პირველ კლასშივე უნდა ისწავლებოდეს თუნდაც ეგ კლასის მართვა....


შემდეგი სიტუაცია
თუ ეს საგანი ამოღებული იქნება,. პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება რომ ბუკებით სწავლება არაა მნიშვნელოვანი. ბევრიც ნიშნისმოგებით დაიწყებს, აი ხომ ვამბობდი, არაა ბუკი საჭირო, ვიღაცა მიხვდა ეტყობა და ამოიღესო....

შედეგად ბუკების ჯგუფის მთელი შრომა წყალში ჩაიყრება და გამოვა რომ ამდენმა ხალხმა ტყუილად იშრომა. მანდ ისედაც მძიმე სიტუაციაა, და არამგონია ისტის გაუქმებამ პირველ კლასში სასრგებლოდ იმოქმედოს ამ სიტუაციაზე

და ბოლოს, მე არ მინდა განათლებას შემოვრჩე იმ ტრენერად, ვინც მხარი დაუჭირა ისტ-ის ამოღებას. საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებააა და ყველანაირად წამგებიანი


რომ შევაჯამო ჩემი მოსაზრება: ყველაზე ოპტიმალური და  გამართლებული იქნება 

1. გამჭოლ კომპეტენციებშიც დაემატოს, ძირითადი საგნების სტანდარტებშიც (ცალკე მათემატიკაში, ქართულში, ბუნებაში) და ცალკე საგნადაც ისწავლებოდეს. ვფიქრობ ერთი მეორეს არ უშლის ხელს 
   

მეორე უარესი
დარჩეს ცალკე საგნად


მესამე კიდევ უფრო უარესი

დაემეატოს გამჭოლ კომპეტენციად


ცალკე გავაგრძელებ მაღალ კლასებში სწავლებაზე და კიდევ ცალკე პროგრამირება ალგორითმიზაციაზე

დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია